აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაშია.
„ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინი წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და როგორც ჩანს, მისი ერთადერთი ინსტრუმენტი უკრაინის მოქალაქეების მიმართ სასტიკი მოპყრობაა - მცდელობა, დააშინოს ისინი და აიძულოს კაპიტულაციისკენ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.