დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, სუელა ბრავერმანი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
სუელა ბრავერმანის თქმით, გადადგომის მიზეზი ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც მან კოლეგას პირადი ელექტრონული ფოსტიდან გაუგზავნა.
გარდა ამისა, თავის წერილში მან შეშფოთება გამოთქვა მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მთავრობამ დაპირებები ვერ შეასრულა.
„ჩვენ არა მხოლოდ დავარღვიეთ ძირითადი დაპირებები, რომელიც ჩვენს ამომრჩევლებს მივეცით, არამედ სერიოზული შეშფოთება მაქვს ამ მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, როგორიცაა მიგრაციის საერთო რაოდენობის შემცირება და არალეგალური მიგრაციის შეჩერება“, - აღნიშნა მან.
ბრავერმანი ლიზ ტრასის კაბინეტის მეორე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა.