logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ჩვენმა ბიჭებმა თავდაუზოგავი შრომის შედეგად ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს
- +

25 აგვისტო. 2016. 10:46



25 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიოს ოლიმპიური თამაშებიდან  საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები და სპორტსმენები დაბრუნდნენ.

ოლიმპიელებს აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.



დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დღეს სპორტის განვითარება სწორ გზაზე დგას და მომავალში ქართველი სპორტსმენების მიღწევები კიდევ უფრო გაიზრდება.



ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა ბიჭებმა და ეს მართლაც თავდაუზოგავი შრომის, ვარჯიშის შედეგი იყო. არც ერთი მათგანი თავისთვის არ იბრძოდა. იბრძოდნენ იმისთვის, რომ მათ უკან ქვეყანა იდგა. ჩვენ ძალიან დიდი ოლიმპიური ტრადიციების ქვეყანა ვართ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაცდარწმუნებული ვარ, იმდენად სწორ გზაზე დგას დღეს სპორტის განვითარება, რომ მომავალში ეს მიღწევები კიდევ უფრო გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე ბევრად დიდ ქვეყნებს გავუსწარით და მათზე მეტი მედალი გვაქვს, რაღაცნაირად გულდაწყვეტილებიც ვართ იმიტომ, რომ უფრო მეტის იმედი გვქონდა და უფრო მეტი შესაძლებლობაწარმატება არის უდიდესი და დარწმუნებული ვარ, მომავალში ბიჭები კიდევ უფრო ბევრს მიაღწევენ",- განაცხადა სოზარ სუბარმა.



საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა.



ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner