logo_geo
eng_logo
თელავში საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მეორე ტური გაიმართა
- +

20 ოქტომბერი. 2022. 02:09

 

 

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მეორე ტური გაიმართა. ეროვნული ფესტივალი 2022 კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს. პირველი ტური გაზაფხულზე ჩატარდა და მას 800 ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.ჟიურის წევრები არიან: გიორგი გაბუნია, ეთერ თათარაიძე, ნანა ვალიშვილი, უჩა დვალიშვილი, თეო რუხაძე და თეა კასაბური, ხელმძღვანელი კი გიორგი დონაძე.

 

ფესტივალის მეორე ტური 10 ოქტომბერს დაიწყო და კონცერტები უკვე გაიმართა სამცხე - ჯავახეთში, აჭარასა და გურიაში. დღეს კი ჟიური კახეთის რეგიონში ჩავიდა და მეორე ტურში გადასულ ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს, ინდივიდუალურ შემსრულებლებს, 5 სახალხო მთქმელებს მოუსმინა. თელავის დრამატული თეატრის ფოიეში კი ხალხური რეწვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

 

ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსი და ეთნიკური ჯგუფი. ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 5 წელიწადში ერთხელ იმართება. ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტობის წარმოჩენისა და შენარჩუნებისათვის, ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner