logo_geo
eng_logo
ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს
- +

20 ოქტომბერი. 2022. 02:30

 

 

 

ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს განვითარებული პროცესების შედეგებს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, დღეს დილიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან ერთად, გუშინ, 18 ოქტომბერს, ქვათაცვენის შედეგად დაზიანებულ უბნებს ადგილზე სწავლობენ.

 

პროცესის დასრულების შემდეგ გაიცემა გეოლოგების დასკვნა/რეკომენდაციები, რის საფუძველზეც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შეიმუშავებს შემდგომ სამოქმედო გეგმას. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარგებლობს შემთხვევით და მადლობას უხდის გარემოს ეროვნულ სააგენტოს ოპერატიული რეაგირებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით მიმდინარეობს ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის კრიტიკული უბნების გამაგრება-სტაბილიზაცია. ამჟამად დასრულების ეტაპზეა იტალიელი სპეციალისტის, ინჟინერ-გეოლოგ კლაუდიო მარგოტინის (სრული პროფესორი) პროექტის შესაბამისად კლდის დაზიანებული მონაკვეთების გამაგრება-სტაბილიზაცია, ანკერირება/ინექტირების მეთოდით 3 კრიტიკულ უბანზე (არეალი С, არეალი E და არეალი F).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner