logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: პუტინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ცდილობს უკრაინელებს კაპიტულაცია აიძულოს
- +

20 ოქტომბერი. 2022. 02:40

 

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ცდილობს უკრაინელებს კაპიტულაცია აიძულოს. ამის შესახებ ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინი გრძნობს, რომ ის უკიდურესად რთულ მდგომარეობაშია. მისი ერთადერთი ხელმისაწვდომი ინსტრუმენტია უკრაინის ცალკეული მოქალაქეების სისასტიკით მოპყრობა, დაშინება. ის ცდილობს უკრაინელებს კაპიტულაცია აიძულოს“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner