logo_geo
eng_logo
ირანში უშიშროების ძალებმა 16 წლის მოსწავლე იმის გამო მოკლეს, რომ მან სამთავრობო ჰიმნის შესრულებაზე უარი თქვა
- +

20 ოქტომბერი. 2022. 02:50

 

 

ირანში 16 წლის მოსწავლე ასრა პანაჰი  ერთ-ერთი რეიდის დროს, რომელსაც უსაფრთხოების ძალები, სკოლებში ატარებენ, ცემით მოკლეს. ამის შესახებ The Guardian ირანის მასწავლებელთა გაერთიანებების საკოორდინაციო საბჭოზე დაყრდნობით იტყობინება.

 

მედიასაშუალების ინფორმაციით, ირანის უშიშროების ძალებმა გოგონა სასიკვდილოდ სცემეს, როდესაც მან უარი თქვა სამთავრობო სიმღერის შესრულებაზე, რომელიც დიქტატორ ალი ხამენეის ადიდებდა.

 

13 ოქტომბერს უშიშროების ძალები გოგონების საშუალო სკოლაში შეიჭრნენ და მოითხოვეს, რომ გოგონების ჯგუფს ირანის სულიერი ლიდერის საგალობელი ემღერათ.

 

მას შემდეგ, რაც გოგონებისგან უარი მიიღეს, 16 წლის მოზარდი სასიკვდილოდ სცემეს, ხოლო რამდენიმე გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სხვები კი დააკავეს.

 

მეორე დღეს, ასრა პანაჰი მიყენებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

ირანის ოფიციალური პირები მომხდარს უარყოფენ.

 

ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის ცნობით, 17 ოქტომბრის მონაცემებით, საპროტესტო აქციების დროს უკვე დაიღუპა 215 ადამიანი, მათ შორის 27 ბავშვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner