logo_geo
eng_logo
უკრაინული მხარე: პუტინმა საომარი მდგომარეობა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის ჩახშობით მიზნით გამოაცხადა
- +

20 ოქტომბერი. 2022. 02:59

 

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ანექსირებულ რეგიონებში საომარი მოქმედება ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის ჩახშობის მიზნით გამოაცხადა. „რუსეთის ფედერაციის მიერ ეგრეთ წოდებული საომარი მოქმედების გამოცხადება მიზნად ისახავს ჩაახშოს ლუგანსკის ოლქის, დონეცკის ოლქის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქის მცხოვრებთა წინააღმდეგობა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსულ ოკუპაციას.

 

პუტინის ბრძანებულება ბათილია. მას არ აქვს სამართლებრივი შედეგები როგორც უკრაინის მოქალაქეებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

უკრაინულმა მხარემ დასავლეთს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მიაწოდოს უკრაინას თანამედროვე სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner