logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ისეთ გამართულ ქვეყანაშიც შეიძლება ელექტროენერგიამ გაატაროს წყალში და მოხდეს უბედური შემთხვევა, როგორიც შვეიცარიაა. თუმცა, არავის მოუთხოვია ქალაქის მერის და მთავრობის გადადგომა
- +

20 ოქტომბერი. 2022. 11:16

 

 

„დანაშაული ჯერ უნდა შეფასდეს, გამოიკვეთოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და სამართლებრივი რეაგირების შემდეგ უნდა გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები... თუმცა,  ჩვენთან სვავებითაა გადავსებული ოპოზიცია და სხვას რა აზრი მოეკითხებათ“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით,  ისეთ გამართულ ქვეყანაშიც შეიძლება ელექტროენერგიამ გაატაროს წყალში  და მოხდეს უბედური შემთხვევა, როგორიც შვეიცარიაა.  თუმცა, არავის მოუთხოვია ქალაქის მერის და მთავრობის გადადგომა.

 

„ისე, რომ იცოდეთ...

ისეთ გამართულ ქვეყანაშიც შეიძლება ელექტროენერგიამ გაატაროს წყალში  და მოხდეს უბედური შემთხვევა, როგორიც შვეიცარიაა.  თუმცა, არავის მოუთხოვია ქალაქის მერის და მთავრობის გადადგომა...

 

არც ვინმეს ვამართლებ, არც ვინმეს დანაშაულს ვამსუბუქებ.  უბრალოდ, ჯერ წესია წესი და მერეა პოლიტიკური კონინუქტურა... დანაშაული ჯერ უნდა შეფასდეს, გამოიკვეთოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და სამართლებრივი რეაგირების შემდეგ უნდა გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები... თუმცა,  ჩვენთან სვავებითაა გადავსებული ოპოზიცია და სხვას რა აზრი მოეკითხებათ...“ - წერს ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner