logo_geo
eng_logo
ოზურგეთის დელეგაციამ პოლონეთში მორიგი შეხვედრები გამართა
- +

20 ოქტომბერი. 2022. 12:53

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაციამ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილესა და ქალაქ კატოვიცეს სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრები გამართა - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებსა და მუნიციპალიტეტებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს, სადაც ავთანდილ თალაკვაძემ პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან ოზურგეთიდან ციტრუსის, თხილის, ჩაის და თაფლის ექსპორტის საკითხი განიხილა.

 

მათივე ცნობით, ოზურგეთის მერმა პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილეს ინფორმაცია გაუზიარა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, საინვესტიციო შესაძლებლობებსა და საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner