logo_geo
eng_logo
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩიეს
- +

20 ოქტომბერი. 2022. 12:47

 

 

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარდგენილი.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩია.

 

პროცესი უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილის ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო დაცვის სამსახური.

 

107-ე აუდიტორიასთან შეკრებილი სტუდენტები რექტორის არჩევის წესის ცვლილებას, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენებას და საბინაო სუბსიდიას მოითხოვდნენ. მათი განცხადებით, ჯაბა სამუშია წინასწარ იყო შერჩეული რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე და მას წინასწარ ულოცავდნენ ამ თანამდებობაზე დანიშვნას.

 

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner