logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი, 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს ლერი ხაბელოვს შეხვდა
- +

20 ოქტომბერი. 2022. 16:25

 

 

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ლერი ხაბელოვმა შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.

 

იმისთვის, რომ საქართველომ, კერძოდ ბაკურიანმა, 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ღირსეულად უმასპინძლოს, კონკრეტული ღონისძიებების გატარება მომავალი წლიდან დაიწყება და ჯამში 100 მლნ ლარი დაიხარჯება.

 

2023-2024 წელს დაგეგმილია კონკრეტული ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, რაც მომავალში, ქართველ სპორტსმენებს მისცემს შესაძლებლობას, სპორტის კონკრეტულ სახეობებში, უცხოეთის ნაცვლად, საკუთარ ქვეყანაში მოემზადონ.

 

მთავრობის მეთაურმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია და  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი  ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner