უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის ნათესავების დასანქცირებასთან დაკავშირებით ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დანილოვი ხომ გახსოვთ? საქართველოს მიწასთან გასწორებისკენ რომ მოუწოდებდა და გინდა თუ არა, ეომეთ რუსეთსო.
ადეიშვილი რომ ჰყავთ ხელისუფლებაში და ჩვენ მაინც ვუცინოდით, მაგის ბრალია ყველაფერი!!!
ყველა თავზე როგორ დაგვაჯდა და ყველა როგორ გვებლატავება?
ბიძინას ვერ გაუბედეს და მისი ოჯახი დაასანქცირეს იმათ, ვინც ითხოვდა ჩვენგან ქართველების ამოწყვეტას! ვერ მიიღეს და ახლა იკბინებიან.
მგიმო-ელ, რუსეთის ბიუჯეტით გამძღარ ხოშტარიას და მკვლელობების ორგანიზატორ ადეიშვილს რომ მოუსმენ და ივანიშვილის ოჯახს დაასანქცირებ, რით ხარ მეგის ქარდავასა და რუსების აგენტ თემურ ალასანიაზე ნაკლები?
რა პასუხი მაქვს?
უნამუსოები, უმადურები, დაუნახავები“, - წერს ირაკლი ლატარია.