logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი ზელენსკის გადაწყვეტილებაზე: ასე აპირებენ ომში გამარჯვებას, ასე უხდიან მადლობას საქართველოს უპრეცედენტო ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის
- +

20 ოქტომბერი. 2022. 17:52

 

 

„ასე უხდიან მადლობას აქ ათიათასობით უკრაინელ ლტოლვილებზე ჩვენს გადაყოლას. ასე სჯიან საქართველოს - მეორე ფრონტის არგახსნისათვის“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, კერძოდ, უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის მიერ - უკრაინის სასანქციო სიაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრთა შეყვანის შესახებ.

 

„80-იან წლებში რუსეთში ალკოჰოლი იყიდებოდა 14 საათიდან 19 საათამდე. რამდენიმე საათის წვალების შემდეგ, სუსხიან ზამთრის საღამოს, ორმა ძმაკაცმა სასწაულ რიგში მოახერხა 18 საათსა და 57 წუთზე სალაროსთან ერთი ბოთლი „სტოლიჩნაიაზე“ ჩეკის ამორტყმა და არყის აღება, რის შემდეგ მაღაზია დაიკეტა. გარეთ გამოსულებს, ვისაც არაყი ეჭირა, იმას ფეხი დაუსრიალდა, დავარდა და ბოთლი ნამსხვრევებად აქცია... ...ჩამოვარდა უმძიმესი სიჩუმე, ორივე თითქოს შოკურ კომაში ჩავარდა. მერე იმან, ვინც დავარდა და ბოთლი დაამსხვრია - იმ მეორეს, უდანაშაულოს, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ალიყური გააწნა. იმ მეორის პირვანდელ შოკს, ახალი დაემატა და ძმაკაცს გამწარებული ყვირილით მიმართა: „Вася!!! Меня то за что???!!!“ - რაზეც თვალებშეშლილმა ვასიამ „ლოგიკური“ პასუხი გასცა: „А что делать? Что делать???“.

 

ასე აპირებენ ომში გამარჯვებას. ასე უხდიან მადლობას საქართველოს უპრეცედენტო ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის. ასე უხდიან მადლობას აქ ათიათასობით უკრაინელ ლტოლვილებზე ჩვენს გადაყოლას. ასე სჯიან საქართველოს - მეორე ფრონტის არგახსნისათვის. ეს არის ჩემი ერთადერთი ასოციაცია, რომელიც თავში მომდის ვოლიდიმერ ზელენსკის მიერ, თავისი უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის მიერ - უკრაინის სასანქციო სიაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრთა შეყვანაზე“, - წერს ქართველიშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner