logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ნათელია ამ ხალხის დასანქცირების მიზეზი იმ დანილოვის უწყების მიერ, რომელიც პირდაპირ მოითხოვდა საქართველოს ომში ჩართვას
- +

20 ოქტომბერი. 2022. 17:59

 

 

„ამ ნაბიჯით ზელენსკიმ აჩვენა, რომ ის პირდაპირ ავიწროებს საქართველოს მოქალაქეებს და მხარს უჭერს საქართველოში მოქმედი ომის და ღალატის პარტიის მოთხოვნებს“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია გაბრიჭიძე უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ნათესავების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს.

 

ექსპერტის თქმით, მთელ მსოფლიოში საქართველოს მოქალაქეების მიმართ მხოლოდ რუსეთს და უკრაინას აქვთ სანქციები დაწესებული.

 

„უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოს მოქალაქეების დასანქცირების შესახებ. დიახ, პირველ რიგში სწორედაც საქართველოს მოქალაქეები. ადამიანები, რომლებსაც არანაირად არა აქვთ შეხება არამც თუ რუსეთ-უკრაინის ომთან, საერთოდ პოლიტიკისგან ძალიან შორს არიან. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ნათელია ამ ხალხის დასანქცირების მიზეზი იმ დანილოვის უწყების მიერ, რომელიც პირდაპირ მოითხოვდა და მოითხოვს საქართველოს ჩართვას ამ ომში, ხოლო კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ნათესავებზე სანქციების გავრცელება, ნაცების მანიაკური მოთხოვნის შესრულებაა. ამ ნაბიჯით ზელენსკიმ აჩვენა, რომ ის პირდაპირ ავიწროებს საქართველოს მოქალაქეებს და მხარს უჭერს საქართველოში მოქმედი ომის და ღალატის პარტიის მოთხოვნებს. და ბოლოს - მთელ მსოფლიოში საქართველოს მოქალაქეების მიმართ მხოლოდ რუსეთს და უკრაინას აქვთ სანქციები დაწესებული“, - წერს გაბრიჭიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner