logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: აქამდე მხოლოდ რუსეთს ჰქონდა სანქციები დაწესებული ჩვენთვის, დღეს კი მათ უკრაინაც შეუერთდა, მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთს მეორე ფრონტი არ გავუხსენით
- +

20 ოქტომბერი. 2022. 18:08

 

 

„ჩვენს ქვეყანას მტერი არასოდეს აკლდა, გარედან თუ შიგნიდან, მაგრამ დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს უნდა „მივულოცო“ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი მტრული ნაბიჯის გადადგმა - დიახ, აქამდე მხოლოდ რუსეთს ჰქონდა სანქციები დაწესებული ჩვენთვის დღეს კი მათ უკრაინაც შეუერთდა!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ნათესავების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს.

 

„ამ ჩვენს ქვეყანას მტერი არასოდეს აკლდა, გარედან თუ შიგნიდან, მაგრამ დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს უნდა „მივულოცო“ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი მტრული ნაბიჯის გადადგმა - დიახ, აქამდე მხოლოდ რუსეთს ჰქონდა სანქციები დაწესებული ჩვენთვის, დღეს კი მათ უკრაინაც შეუერთდა! მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთს მეორე ფრონტი არ გავუხსენით, და ჩვენი საჯიშე გოგო-ბიჭები მიწაში არ ჩავაწვინეთ! ისე, უბრალო შეუიარაღებელი თვალით თუ დავაკვირდებით, თბილისშიც და ბათუმშიც ქუჩაშიც თუ კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც ბევრ რუსს და უკრაინელს ვხედავთ ერთმანეთთან მოჟღურტულე თუ ტკბილად მოსაუბრეს (თან ვერ გაარჩევ, ვინ ვინაა, რუსულად საუბრობენ!).

 

კიდევ მთავარი დეტალი, ეს რუსები თუ უკრაინელები რესტორანში თუ ქუჩებში მოხეტიალეები, თითქმის ყველა იმ ასაკისაა, წესით ფრონტის ხაზზე, რომ ავტომატი უნდა ეჭიროს ხელში! დავუშვათ რუსები პუტინს გამოექცნენ, ეს ჯან-ღონით სავსე უკრაინელები ვის გამოექცნენ: ზელენსკის, დანილოვს, არესტოვიჩს, არახამიას თუ საქართველოს ნაციონალური მოძრაობის უკრაინული ფილიალის წარმომადგენლებს?! მანამდე არ აგიდგათ, გვერდები სანამ საქართველო ან ქართველები სანქციებით ან სხვა რამით შეაშინოთ და ვიდრე ჩვენ თქვენს გამო ომში ჩავერთვებით!“ - წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner