logo_geo
eng_logo
„ლიბერთი“ გაერო-ს გლობალური შეთანხმების ქსელის კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის გამარჯვებულია
- +

20 ოქტომბერი. 2022. 18:27

 

 

დღეს, სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“  გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთის მთავრობისა და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის დაჯილდოების  მეხუთე ცერემონია გაიმართა. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის გაძლიერებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

 

სს „ლიბერთი ბანკი“ გახდა გაერო-ს მდგრადი განვითარების მე-9 მიზნის - ინდუსტრია, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა გამარჯვებული, პროექტით: „ტელეკლინიკა MyDoc“ (ჩემი ექიმი).

 

„ლიბერთიმ“, ტელესამედიცინო კომპანია „ტელეკლინიკა-MyDoc“-თან და  თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან  ერთად, რამდენიმე თვის წინ დაიწყო ინოვაციური ტექნოლოგიური  პროექტის განხორციელება. პროექტის ფარგლებში, უფროსი თაობის ადამიანებისთვის მობილური კლინიკების მეშვეობით, შესაძლებელი გახდა მაღალტექნოლოგიური უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება დისტანციურად, ყველაზე მოშორებულ სოფლებსა და რეგიონებში. დღემდე, პროექტის ფარგლებში „ტელეკლინიკა MyDoc“-მა, „ლიბერთის“ მობილური ბანკის მანქანებთან ერთად, უკვე განახორციელა ვიზიტი 112 სოფელში, შედეგად გამოკვლევა ჩაიტარა 2000-მდე უფროსი ასაკის ადამიანმა და გადამისამართდა შესაბამის სპეციალისტთან.

 

„2022 წელს წარვადგინეთ „ლიბერთის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგია, რომელიც სრულად თანხვედრაშია გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან. ჩვენი საქმიანობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, მუდმივად ვცდილობთ ისეთი პროექტები და პროგრამები განვახორციელოთ, რომელიც გაზრდის ხელმისაწვდომობას განათლებაზე, ფინანსურ წიგნიერებასა და ადამიანების ჯანმრთელობაზე.

 

დღეს, ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ გაერო-ს გლობალური შეთანხმების ქსელის კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის გამარჯვებული კომპანია. ეს ჯილდო, მეტ სტიმულს აძლევს „ლიბერთის“ გუნდის თითოეულ  წევრს  გავაგრძელოთ ადამიანებზე ზრუნვა და შევქმნათ მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს და პროექტში ჩართულ ჩვენი გუნდის წევრებს. მოხარული ვართ, რომ გაერო-ს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტს ასეთი მაღალი შეფასება მისცა“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ბექა გოგიჩაიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner