logo_geo
eng_logo
თბილისის მერი მეგი ბანცაძეს შეხვდა - „ვერცერთი სიტყვა ვერ გამოხატავს მადლიერებას, რაც თქვენს მიმართ გამაჩნია“
- +

20 ოქტომბერი. 2022. 18:49

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე მეგი ბანცაძეს შეხვდა, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაშავებულ ლაზარე ლობჟანიძეს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. კახა კალაძემ მას მოზარდისთვის გაწეული გადაუდებელი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ალბათ, ვერცერთი სიტყვა ვერ გამოხატავს მადლიერებას, რაც თქვენს მიმართ გამაჩნია. თქვენ არა მხოლოდ ლაზარე გადაარჩინეთ, გადაარჩინეთ მისი ოჯახი, მეგობრები, ყველა ჩვენგანი აგვარიდეთ კიდევ უფრო დიდ უბედურებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მეგი ბანცაძემ მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ გაიხსენა. მისი თქმით, მოზარდს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებოდა, რაც საბედნიეროდ შეძლო. 

 

„ბედისწერა იყო, რომ ზუსტად ლაზარეს წინ აღმოვჩნდი. ერთი წუთით არ შეიძლებოდა დაგვიანება. როგორც კი პულსი წამოვიდა, მივხვდი, რომ ლაზარე გადარჩა. ბედნიერი ვარ, რომ იმ მძიმე წუთებში იქ აღმოვჩნდი და ბავშვის დახმარება შევძელი“, - განაცხადა მეგი ბანცაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner