logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია საგარეო საქმეთა მინისტრს: გთხოვთ წარმატებული დიასპორელების ფორუმის გამართვას საქართველოში და მათ ჩართვას ქართულ ეკონომიკაში
- +

20 ოქტომბერი. 2022. 19:14

 

 

 

„მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად გავააქტიუროთ ჩვენი დიასპორელები. ამისათვის, თქვენ გთხოვთ წარმატებული დიასპორელების ფორუმის გამართვას საქართველოში და მათ  ჩართვას ქართულ ეკონომიკაში“, - ამ სიტყვებით  მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლის შემდეგ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.

 

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები უკვე განხორცილებულია იმ ადამიანებში, რომლებიც სწავლობენ და შრომობენ საზღვარგარეთ და წარმატებული დიასპორელების ჩართვა ქართულ ეკონომიკაში ქვეყნისთვის მნიშნელოვანი და სასიკეთო იქნება.

 

„აღნიშნულ საკითხზე მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლის დროს უკვე მივმართე ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს და მან მე აღმითქვა დახმარება. ჩემი თხოვნა იქნება, რომ შევიკრიბოთ და დავგეგმოთ ეს ნაბიჯები,  რათა  იდენტიფიკაცია მოვახდინოთ, როგორც წარმატებული დიასპორელების, ასევე იმ ხალხის, ვინც მუშაობს მსხვილ კომპანიებში.  ამაში ერთადერთი პარტნიორი საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატიური კორპუსია, რომელსაც ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ამ პროექტების განხორციელებაში. რაც მთავარია,  ჩვენი ევროპელობა და ჩვენი ეს ევროპული მისწრაფებები უკვე განხორცილებულია იმ ადამიანებში, რომლებიც სწავლობენ და შრომობენ  საზღვარგარეთ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner