ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი დღეს ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს. მიზეზად სახელდება უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, რომელიც „რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დღის აღიარებასთან" დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდება.
ადმინისტრაციული საზღვარი 27 აგვისტოს, დილის 7:00-დან გაიხსნება.