logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანის მიერ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის სასტიკი და უკანონო ომის მხარდაჭერა სავალალო ფაქტია
- +

21 ოქტომბერი. 2022. 01:54

 

 

„ირანის მიერ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის სასტიკი და უკანონო ომის მხარდაჭერა სავალალო ფაქტია“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ.

 

„დღეს ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც უზრუნველყოფდა უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას, რომელსაც რუსეთი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. ეს არის ნათელი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ირანის დესტაბილიზაციის გამომწვევ როლზე გლობალური უსაფრთხოების სისტემაში“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner