logo_geo
eng_logo
ზელენსკი: რუსმა ტერორისტებმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს და ისტორიულ კატასტროფას გეგმავენ
- +

21 ოქტომბერი. 2022. 02:30

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს და ისტორიულ კატასტროფას გეგმავენ.

 

„რუსეთი შეგნებულად ამზადებს საფუძველს სამხრეთ უკრაინაში მასშტაბური კატასტროფისთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და აგრეგატები.

 

თუ რუსი ტერორისტები ამ კაშხალს ააფეთქებენ, მაშინ 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი, დატბორვის ზონაში იქნება. ასობით ათასი ადამიანი შეიძლება დაზარალდეს.

 

უკრაინის სამხრეთის მნიშვნელოვანი ნაწილის წყალმომარაგება შესაძლოა განადგურდეს. რუსეთის ამ ტერორისტულმა თავდასხმამ შესაძლოა ზაპოროჟიეს ატომური სადგური წყლის გარეშე დატოვოს გაგრილებისთვის.

 

ამ ერთი რუსული ტერაქტის დამღუპველი გარემოსდაცვითი, ჰუმანიტარული შედეგები შეიძლება ისეთი გახდეს, რომ მას ისტორიული კატასტროფა ეწოდოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner