logo_geo
eng_logo
ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინისათვის აშშ-ის სამომავლო დახმარების პერსპექტივებზე, თუ „რესპუბლიკელები“ კონგრესის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებენ
- +

21 ოქტომბერი. 2022. 02:42

 

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინისათვის აშშ-ის სამომავლო დახმარების პერსპექტივებზე, თუ „რესპუბლიკელები“ კონგრესის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებენ.

 

მანამდე ამერიკულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელების“ ლიდერმა, კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინისათვის აშშ-ის დაფინანსებას შეამცირებს.

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მა უკრაინას 17.5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გამოუყო.

 

აშშ-ის კონგრესში შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართება. ამჟამად „დემოკრატებს“ კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა აქვთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner