აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინისათვის აშშ-ის სამომავლო დახმარების პერსპექტივებზე, თუ „რესპუბლიკელები“ კონგრესის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებენ.
მანამდე ამერიკულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელების“ ლიდერმა, კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინისათვის აშშ-ის დაფინანსებას შეამცირებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მა უკრაინას 17.5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გამოუყო.
აშშ-ის კონგრესში შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართება. ამჟამად „დემოკრატებს“ კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა აქვთ.