logo_geo
eng_logo
ჯონ კირბი: ირანელი სამხედროები უშუალოდ ყირიმში იმყოფებოდნენ და რუსებს მათ საჰაერო ოპერაციებში ეხმარებოდნენ
- +

21 ოქტომბერი. 2022. 02:56

 

 

 

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ ირანი უკრაინის წინააღმდეგ ომს უშუალოდ შეუერთდა.

 

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ თეირანმა მოსკოვს კამიკაძე დრონები მიჰყიდა და ასევე თავისი პერსონალი დროებით ოკუპირებულ ყირიმში გააგზავნა, საიდანაც ისინი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებში რუსებს დაეხმარნენ.

 

„ჩვენი ინფორმაციით, ირანელი სამხედროები უშუალოდ ყირიმში იმყოფებოდნენ და ეხმარებოდნენ რუსებს მათ საჰაერო ოპერაციებში. ფაქტია, რომ ირანი ახლა უშუალოდ არის კონფლიქტში ჩართული, იგი რეალურად კლავს ადამიანებს და ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკრაინაში. შეერთებული შტატები გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს ირანიდან რუსეთში იარაღის მიწოდების გამოსავლენად და  შესაკავებლად“, - განაცხადა კირბიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner