logo_geo
eng_logo
„The Telegraph“: ჯონსონი პრემიერობისთვის საბრძოლველად შვებულებიდან ბრუნდება
- +

21 ოქტომბერი. 2022. 10:01

 

 

დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერი ბორის ჯონსონი შვებულებიდან ბრუნდება, რათა კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერისა და ბრიტანეთის პრემიერობისთვის იბრძოლოს. ამის შესახებ „The Telegraph“ იტყობინება.

 

გამოცემის თანახმად, ჯონსონი უკვე პირადად მოუწოდებს კონსერვატიულ დეპუტატებს მხარი დაუჭირონ მის დაბრუნებას „დაუნინგ-სტრიტზე“.

 

„ჯონსონი კარიბის ზღვიდან ბრუნდება და ჯეიკობ რიზ-მოგის ხელმძღვანელობით დაგეგმილი კამპანიის მხარდამჭერთა შეხვედრას იწყებს“, - წერს გამოცემა.

 

აღსანიშნავია, რომ ჯეიმს ჰაროლდ ვილსონისა და უინსტონ ჩერჩილის გარდა, არცერთი პრემიერ-მინისტრი მეორე ვადით არ დაბრუნებულა.

 

შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა თანამდებობაზე არჩევიდან 6 თვის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერის პოსტი დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner