logo_geo
eng_logo
მიხეილ შაყულაშვილი რეგიონის ახალგაზრდებთან ერთად კასპის ტექნოპარკს სტუმრობდა
- +

21 ოქტომბერი. 2022. 10:50

 

 

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მიხეილ შაყულაშვილის ინიციატივით რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები კასპის ტექნოპარკს ესტუმრნენ და  ინოვაციური ტექნოლოგიების შესაძლებლობებს გაეცნენ. ტექნოპარკის ხელმძღვანელმა ხატია ბაინდურაშვილმა შეკრებილებს იმ საქმიანობისა და პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ტექნოპარკი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. გარდა ამისა, ახალგაზრდები თანატოლი სტარტაპერების საქმიანობასაც გაეცნენ და მათი ნამუშევრების შესახებ პრეზენტაციების მოისმინეს.

 

შეხვედრას შიდა ქართლი რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე და კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის სკოლების 100-მდე  მოსწავლემ მიიღო.

 

„ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად დღეს კასპში, ტექნოპარკს ვესტუმრეთ. ბავშვებმა ადგილზე ნახეს და გაეცნენ იმ პროგრამებს, რასაც ტექნოპარკი სთავაზობს. ზოგადად, ტექნოპარკის არსებობა უნიკალური შესაძლებლობაა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლეებს და დაინტერესებულ ახალგაზრდებს შევუქმნათ შესაბამისი პირობები და მივცეთ შესაძლებლობები, დაეუფლონ ახალ პროფესიებს და ასევე, ხელი შევუწყოთ ინოვაციური აზროვნების განვითარებას. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა“, - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner