logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი ხოშტარიას განცხადებაზე: მოხერხება ხომ უნდა, ქართველებს და უკრაინელებს შორის შუღლის ჩამოგდებაზე რომ იფიქრო?!
- +

21 ოქტომბერი. 2022. 10:56

 

 

„მოხერხება ხომ უნდა, ქართველებს და უკრაინელებს შორის შუღლის ჩამოგდებაზე რომ იფიქრო და სცადო? თან ამაში უკრაინელი „გენიოსი“ პოლიტიკოსები დაიხმარო?!“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომლის თანახმად ხოშტარია უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ნათესავების დასანქცირების მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომის დროს ივანიშვილის რუსეთთან პირდაპირ კავშირებს ასახელებს.

 

„რატომ წვალობს ელენა რუბლოვნა ხოშტარია „სასტიკი“ ფრაზებით?! ხომ შეეძლო, უბრალოდ და მარტივად ეთქვა, ჩვენ, რუსებმა და უკრაინელებმა, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ქართველები „ავაფორიაქოთო!“ რას პოლიტიკოსობს, რა ბრიფინგებს აწყობს, პირდაპირ პატაკი კრემლს: Ваша задача выполнена, Украинские товарищи поддержали меня, Мы делаем все, чтобы испортить отношения между грузинами и украинцами, сейчас, разрешите спеть гимн, написанный Лавровым! Да здравствует Москва, мой самый любимый и родной город! მოხერხება ხომ უნდა, ქართველებს და უკრაინელებს შორის შუღლის ჩამოგდებაზე რომ იფიქრო და სცადო? თან ამაში უკრაინელი „გენიოსი“ პოლიტიკოსები დაიხმარო?! отличная работа, Елена!“ - წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner