logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი უღირსი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ხელი მოაწერა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრის სანქცირებას
- +

21 ოქტომბერი. 2022. 10:57

 

 

„უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი უღირსი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ხელი მოაწერა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრის სანქცირებას, ეს არა მხოლოდ უცნაური არამედ დანაშაულებრივი ქმედებაა, რადგან გადაწყვეტილება ფაქტობრივი მტკიცებულებით გამყარებული არ არის“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე უკრაინის მხრიდან ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ნათესავების დასანქცირებას.

 

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილისგან საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვას ითხოვს.

 

„ივანიშვილის გარემოცვის სანქცირება ერთგვარი მესიჯია ივანიშვილისთვის, რომ თუ ის მათთვის სასურველ ნაბიჯს არ გადადგამს, შესაძლოა, სანქცირებულთა სიაში ივანიშვილის გვარიც ვიხილოთ. რაც შეეხება ნაბიჯს, რომლის გადადგმასაც ივანიშვილისგან ითხოვენ, ეს არის საქართველოს ომში ჩართვა. უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელი გადაწყვეტილებით, საზოგადოებაში არსებული ეჭვები გამართლდა, რომ უკრაინა და მსოფლიოს მსხვილი მოთამაშეები საქართველოს ომში არჩართვას ვერ პატიობენ.

 

გონჩარეკომ პირდაპირ განაცხადა, რომ ივანიშვილს მხარის ასარჩევად 8 თვე ჰქონდა. გონჩარენკოს მთავარი ავიწყდება, ივანიშვილმა დიდი ხანია არჩევანი გააკეთა, მან საქართველო აირჩია! მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, მშვიდობის ღირებულება შეუფასებელია, დღეს საქართველოს მშვიდობა აქვს, რაც მმართველი გუნდის დიდი მონაპოვარია.

 

საქართველოს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია, არ შეიძლება, უკრაინის ხელისუფლების მორიგი არამეგობრული ჟესტი არ შევიმჩნიოთ. მესმის, უკრაინა ომშია, მაგრამ უკანონობას და უსამართლობას ომით ვერ გაამართლებ!“ - წერს ჩიხელიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner