logo_geo
eng_logo
გერმანელმა სამხედროებმა შესაძლოა, ინჯირლიკის ავიაბაზა დატოვონ
- +

25 აგვისტო. 2016. 11:19



გერმანული გამოცემა Der  Spiegel- ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანელმა სამხედროებმა შესაძლოა, თურქული ავიაბაზა ინჯირლიკი დატოვონ.


Der  Spiegel- ის გამოცემის ცნობით, ბერლინში 250-მდე სამხედროს გაყვანის საკითხზე იმის გამო მსჯელობენ, რომ თურქული მხარე გერმანელ პარლამენტარებს ავიაბაზაზე არ უშვებს.

ინფორმაციით, გერმანული კონტინგენტი, ასევე სამხედრო თვითმფრინავები და ტექნიკა ინჯირლიკიდან შესაძლოა იორდანიაში ან კვიპროსზე გადაიყვანონ.


ურთიერთობა ბერლინსა და ანკარას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც რამდენიმე თვის წინ ბუნდესტაგმა „სომეხთა გენოციდის აღიარების" შესახებ რეზოლუცია მიიღო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner