logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი ჯაფარიძესა და ვაშაძეზე: რა მომენტში ეუბნებიან ლაპარაკისას, რომ მოდი, ახლა სელფი ვგლიჯოთ?
- +

21 ოქტომბერი. 2022. 11:43

 

 

„ზურა ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის creepy threesome ფოტოების ანატომია მაინტერესებს - ერთად უდარაჯდებოდნენ დროის ეკონომიის მიზნით?“ - წერს „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძისა და „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ.

 

ჩერგოლეიშვილისთვის გაუგებარია, რა დროს ახერხებენ პოლიტიკოსები ფოტოების გადაღებას.

 

„ზურა ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის creepy threesome ფოტოების ანატომია მაინტერესებს - ერთად უდარაჯდებოდნენ დროის ეკონომიის მიზნით? სულ მაინტერესებს, ეს როგორ ხერხდება ხოლმე, აი, რა მომენტში ეუბნებიან ლაპარაკისას, რომ მოდი, ახლა სელფი ვგლიჯოთ“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner