„არახამია და გონჩარენკო ძალის დემონსტრირებას გვთხოვდნენ აფხაზეთში - ყურადღება არ მივაქციეთ! ზელენსკი ხელისუფლებას გვიმუნათებდა - ომში ჩართულ სახელმწიფოს სხვა დროს გავცეთ პასუხიო! და რა მივიღეთ, არშემჩნევით?“ - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას, რომლის თანახმად არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მათ საქართველოში ძალის პროვოცირება და ქვეყნის დახსნა მოუწევთ.
როგორც ქადაგიძე წერს, უკვე ღიად და პირდაპირ იმუქრებიან უკრაინელები საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას.
„ღორის ტილი ფეხზე დაისვი, თავზე აგაცოცდებაო“...
და რა მივიღეთ, არშემჩნევით? უკვე ღიად, პირდაპირი ტექსტებით გვემუქრებიან, რომ არ დაზოგავენ ძალას საქართველოს კონსტიტუციური ხელყოფის მცდელობაში! როდემდე ვაპირებთ „სირაქლემას პოზაში“ ყოფნას?“ - წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.