logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ე.წ. სანქციების უმთავრესი მიზეზი თავად მიხეილ სააკაშვილის, ასევე მისი უკრაინელი მეგობრების, თანამოაზრეების შურისძიებაა
- +

21 ოქტომბერი. 2022. 12:49

 

 

„ვფიქრობ, რომ ეს ე.წ. სანქციები ჭიქაში ქარიშხალი უფროა, ვიდრე რეალობა და უპირველესად ხელისუფლების დაშანტაჟებას ემსახურება, რათა მოხდეს სააკაშვილის გათავისუფლება️!“ - ასე ეხმიანება „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე უკრაინის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესებას.

 

„მაშინ როდესაც ბელარუსის ტერიტორიიდან იბომბება უკრაინა და ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობას გაწყვეტასაც ვერ ბედავს - რბილად რომ ვთქვათ, უსინდისო - აბსურდია, სანქციები დაუწესო საქართველოს მოქალაქეებს!️

 

აშკარად ჩანს, რომ ქართველები დაბალი ღობე ვგონივართ!️

 

ყოველდღე ნადგურდება უკრაინის ქალაქები, იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა, ცეცხლის ალშია გახვეული მთელი ქვეყანა და ამ ფონზე მართლაც სრული ნონსენსია,   უკრაინის პრეზიდენტი 24 საათი ფიქრობდეს, დაასანქციროს და მთავარ მტრად გამოაცხადოს ქალბატონი ქეთევანი, ალექსანდრე, გივი, უშანგი, ნოდარი  თუ სხვა ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე!

 

ცალსახაა, რომ ე.წ. სანქციების შემოღება არ უკავშირდება გლობალურ პოლიტიკას ან საქართველო-უკრაინის დიპლომატიურ ურთიერთობებს - ასევე ნათელია, რომ უმთავრესი მიზეზი თავად მიხეილ სააკაშვილის, ასევე მისი უკრაინელი მეგობრების, თანამოაზრეების შურისძიებაა, რომელიც ნაცების ხელისბიჭის არახამიას მიერ არის ინსპირირებული️!

 

ვფიქრობ რომ ეს ე.წ. სანქციები ჭიქაში ქარიშხალი უფროა, ვიდრე რეალობა და უპირველესად ხელისუფლების დაშანტაჟებას ემსახურება, რათა მოხდეს სააკაშვილის გათავისუფლება️!

 

P.S. ბოლოს მინდა, ბატონ ზელენსკის შევახსენო - მისი მთავარი მოწინააღმდეგე რუსეთის შეიარაღებული ძალებია და არა უბრალო ქართველები, ხოლო საკუთარი სამშობლოს სიძულვილით შეპყრობილი არახამიას ჭკუაზე სიარული კარგს არაფერს მოუტანს არც მას და არც ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს️!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner