ტელეკომპანია „მაესტროს" ახალი გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის ჟურნალისტებს შეხვედრას სთავაზობს.
გაჩეჩილაძე ამბობს, რომ თანამშრომლებს დღეს, საღამოს 9 საათზე, საკუთარ სახლში - ქობულეთის 26 ნომერში ელოდება. მისი თქმით, მას სურს, თანამშრომლებს კამერების გარეშე დაელაპარაკოს.