logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ტრაგიკულია გენერალური პროკურორის არჩევის წესი, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის სრულ უგულებელყოფას ახდენს
- +

21 ოქტომბერი. 2022. 16:32

 

 

„პარლამენტი ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებზე აქტიურად მუშაობს. მმართველმა გუნდმა, ოპოზიციისგან განსხვავებით, რეკომენდაციებზე მუშაობის და შესრულების პოლიტიკური მზაობა საწყის ეტაპზე გამოხატა, რაც ხელისუფლების ევროპული მისწრაფებების მკაფიო დასტურია“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

დავით ჩიხელიძისთვის გაუგებარია ევროკომისიის მიერ დადგენილ 12 რეკომენდაციაში ერთ-ერთი - გენერალური პროკურორის არჩევის წესი.

 

ჩიხელიძე გენერალური პროკურორის არჩევის წესს აბსურდულს უწოდებს.

 

„რეკომენდაციების უკეთ გაცნობის შემდეგ, ბუნდოვანია, რა უნდა ევროპას ჩვენგან, რადგან ე.წ. 12 პუნქტის შესრულება რიგ საკითხებში არათუ გვაახლოებს ევროპასთან, არამედ ჩვენს შორის არსებულ „ხიდჩატეხილობის პრობლემას“ ზრდის. რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობა ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ევროკომისიამ რეკომენდაციების ქოლგის ქვეშ არადემოკრატიული საკანონმდებლო ინიციატივა შემოგვაპარა.... საუბარი გენერალური პროკურორის არჩევის წესსა და საერთო სასამართლოების შესახებ ინიციატივებს ეხება. განსაკუთრებით ტრაგიკულია გენერალური პროკურორის არჩევის წესი, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის სრულ უგულებელყოფას ახდენს. მსგავსი აბსურდული და ბუნდოვანი რეკომენდაციები აძლიერებს ეჭვს, რომ კანდიდატის სტატუსის არმონიჭების დროს, ევროკომისიამ არა ინსტიტუციური, ობიექტური, არამედ პოლიტიკური და სუბიექტური გადაწყვეტილება მიიღო“, - ამბობს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner