logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: მთავარი ამოცანა იმ პრობლემების მოგვარებაა რომელიც კრწანისის მოსახლეობას აწუხებს
- +

25 აგვისტო. 2016. 11:38




„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწო.


ბექა ოდიშარიამ ოჯახთან და მხარდამჭერებთან ერთად კრწანისის მე-7 ოლქში მცხოვრებ ამომრჩეველთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.


მაჟორიტარობის კანდიდატი ნაკაშიძეების, ჩახრუხაძის, იეთიმ გურჯის, ყავლაშვილის, ასათიანის, ვერცხლის ქუჩისა და სულთანიშვილის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო, ასევე მოინახულა ადგილებისადაც რიგი სამუშაოებია ჩასატარებელი.

 

„ჩვენი მთავარი ამოცანა იმ პრობლემების მოგვარებაა რომელიც კრწანისის მოსახლეობას აწუხებს, მინდა იცოდეთ რომ თქვენ გყავთ ადამიანი რომელიც მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის რომ თქვენი პრობლემები რაც შეიძლება მალე მოგვარდეს,  მე მზად ვარ გემსახუროთ, ეს ჩემი სურვილიც და მოვალეობაც არის", - განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრის დროს კრწანისის მე-7-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner