logo_geo
eng_logo
კასპში გივი შეშაბერიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა
- +

21 ოქტომბერი. 2022. 16:58

 

 

კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დარბაზში, მხატვარ გივი შეშაბერიძის ნამუშევრების რიგით მესამე პერსონალური გამოფენა გაიმართა.

 

გამოფენა გახსნა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა გიორგი ჩადუნელმა.

 

მხატვარი ათეულია წლებია ხატავს და როგორც მან განაცხადა 300-მდე ფერწერული ნამუშევარი აქვს შექმნილი.

 

გივი შეშაბერიძე  მოსე თოიძის სამხატვრო სასწავლებლის ქანდაკება-მოდელირებისა და ლითონის მხატვრულად დამუშავების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

 

მხატვარი ბუნებას, ისტორიულ ძეგლებს, პორტრეტებს ხატავს, შექმნა საკუთარი ავტოპორტრეტიც თუმცა ყველაზე მეტად პეიზაჟების ხატვა უყვარს.

 

1982 წლიდან არის მრავალი რესპუბლიკური და რეგიონალური გამოფენის მონაწილე, ხოლო ნამუშევრისათვის „ღამე დარიალის ხეობაში“ 1987 წელს მეორე საკავშირო ფესტივალის ლაურეატის მედლით დააჯილდოვეს.

 

მხატვარს მიესალმნენ და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს კასპელმა მხატვრებმა იორამ იმედაშვილმა და თემურ ბითაძემ, ა(ა)იპ ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა ეთერ ჩადუნელმა, კასპის მუნიციპალიტეტის გაზეთ „ახალი განთიადის“ ჟურნალისტმა ამირან ტალახაძემ და სხვებმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner