logo_geo
eng_logo
უკრაინა გაეროსა და ევროკავშირს მოუწოდებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია გააგზავნონ კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე
- +

21 ოქტომბერი. 2022. 21:16

 

 

უკრაინა გაეროსა და ევროკავშირს მოუწოდებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია გააგზავნონ კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარეობს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

 

„პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩვენ ვაკვირდებით, როგორ ემზადებიან რუსული ჯარები ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე მორიგი ტერაქტის განსახორციელებლად. საუბარია იმაზე, რომ რუსებმა კაშხალი და კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები დანაღმეს. ამ ტერაქტს ათასობით მსხვერპლი და ათობით დასახლებული პუნქტის დატბორვა შეიძლება მოჰყვეს.

 

ამიტომ, ჩვენ მივმართავთ გაეროს, ევროკავშირსა და სხვა ორგანიზაციებს, რათა მოაწყონ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია კახოვსკაიაა ჰესზე. საერთაშორისო სპეციალისტები უკრაინელ პერსონალთან ერთად სასწრაფოდ უნდა მივიდნენ სადგურზე“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

 

20 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს და ისტორიულ კატასტროფას გეგმავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner