logo_geo
eng_logo
სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო
- +

21 ოქტომბერი. 2022. 22:18

 

 

სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალდების ყველა ეპიზოდზე უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.

 

„სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ შემდეგი – ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილი იყოს უდანაშაულოდ და გამართლდეს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია 2019 წლის პირველი აპრილის ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირბელი ნაწილით, საუბარია 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საუბარია 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდზე. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 მაისის განჩინებით ბასილაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს ფულადი თანხა“, – აღნიშნა მოსამართლე ხათუნა ხაჩილავამ.

 

ბრალდების მხარის მტკიცებით, ბასილაშვილის მხრიდან მისი მეუღლე ნელი დოროყაშვილი როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner