logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ბასილაშვილი: არ მინდა, საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ყველა შემთხვევაში ის არის ლუკასის დედა
- +

21 ოქტომბერი. 2022. 22:32

 

 

მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილმა აღნიშნა, საჯაროს არ სურს ნეგატიური საუბარი.

 

„ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, დავიწყო შვილთან ურთიერთობების თავიდან აღდგენა, გაციებული ურთიერთობების გამოსწორება და პირველ რიგში ჩემი ნაბიჯი იქნება ეს. მე, როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე, არ მინდა, საჯაროდ რაღაც ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ყველა შემთხვევაში ის არის ლუკასის დედა, ამიტომ ჩემთვის ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი. არ მინდა, ჩემს პირადზე ვისაუბრო, ცოტა გადავხარშავ, დავლაგდები და განვიხილავ.

 

მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება. ვნერვიულობდი, ზოგადად, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, მით უმეტეს, როდესაც იყო ჩემი ხმა გაშვებული სატელევიზიო სივრცეში, ეს ძალიან არასწორად, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ეს შინაარსი ზოგადად არ ემსახურებოდა სიმართლეს, ამიტომ ჩემთვის ეს მომენტი, ამდენი ცრუ ბრალდება, ძალიან რთული ასატანი იყო. ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ჩემთვის ახლა პრიორიტეტია ბავშვთან ურთიერთობის აღდგენა და შემდეგ პროფესიული კარიერა“, – განაცხადა ბასილაშვილმა.

 

სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალდების ყველა ეპიზოდზე უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner