უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ინიციატივას ინარჩუნებენ.
„დღეს მთელი დღის განმავლობაში უკრაინის რეგიონების უმეტესობაში საჰაერო განგაში ისმოდა. გავანადგურეთ მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატები და ავიაცია. უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ჩვენი შეიარაღებული ძალები ინიციატივას ინარჩუნებენ“, - აცხადებს ზელენსკი.