logo_geo
eng_logo
გაერო: უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 6 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
- +

22 ოქტომბერი. 2022. 01:29

 

 

 

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური შეჭრის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 6 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გაერო ავრცელებს.

 

გაეროში აცხადებენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია, რადგან მიმდინარე ბრძოლის ფონზე, ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია.

 

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური შეჭრის დაწყებიდან დღემდე, 6 322 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 9 634 - დაშავდა.

 

გაეროში ასევე აცხადებენ, რომ ომს, სულ მცირე, 397 ბავშვი ემსხვერპლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner