საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს.
მისივე თქმით, დასავლეთი უკრაინის სახელით ვერ იტყვის, რომ მოლაპარაკებების დრო დადგა.
„ჩვენ არ ვიბრძვით უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ვაწესებთ, მაგრამ ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ ომში, ამიტომ ჩვენ მას ვერ შევაჩერებთ, რადგან ჩვენ არ ვართ ამ კონფლიქტის მხარე. ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს. უკრაინის სახელით ვერ ვიტყვით, ესა თუ ის მომენტი მისაღებია თუ არა“, - განაცხადა მაკრონმა.