logo_geo
eng_logo
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები დასაბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 7 პირი
- +

22 ოქტომბერი. 2022. 12:31

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებულიოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,ბოლო პერიოდში, თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემოსვანეთსა და იმერეთში 7 პირი დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლიიარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოსთანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ამავე დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამადპირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლომასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნაძალადევის რაიონში, ი.გ.-ის საცხოვრებელ ბინაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის მიერ მოწყობილი სამალავიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, 90 ვაზნა და მჭიდები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალისუკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1972 წელს დაბადებული ჯ.გ. და 1978 წელს დაბადებული ა.თ. დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, 2 მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.პ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზეა დაკავებული. მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 17 ვაზნა ამოიღო.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე,1994 წელს დაბადებული ლ.ც. თიანეთში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 22 ვაზნა ამოიღეს.

რაც შეეხება 1994 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ და ამაჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ბ.ბ.-ს, იგი ამავე ბრალდებით დააკავეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

სამართალდამცველებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულისსაცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს გადაჭრილი ორლულიანისანადირო თოფი 1 ვაზნით და მცირეკალიბრიანი შაშხანა - ე.წ. „გეკო“. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოშეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ემუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner