logo_geo
eng_logo
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ საერთაშორისო პროფესიულ ტესტირებაში უმაღლესი შეფასება მიიღო
- +

22 ოქტომბერი. 2022. 15:33

 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა საერთაშორისო პროფესიულ ტესტირებაში უმაღლესი შეფასება მიიღო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიისა და ენტომოლოგიის ლაბორატორიების სპეციალისტებმა, საერთაშორისო ტესტირება წარმატებით გაიარეს.

საკვალიფიკაციო ტესტირების მიზანია, დაამტკიცოს, რომ ლაბორატორიას შეუძლია ტესტირების პანელში მოცემული დავალების ზუსტი იდენტიფიკაცია, რაც მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 100%-ით შეასრულეს.

პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პანელი მომზადდა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადმოიგზავნა ჩეხეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტის (UKZUZ) მიერ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner