logo_geo
eng_logo
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა
- +

25 აგვისტო. 2016. 12:29



ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე გამოქვეყნდა. აბიტურიენტებს შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge შეუძლიათ.



წელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტი მიიღო 6 500-მა აბიტურიენტმა, ხოლო 4 000-მდე იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.



მათივე ცნობით, ჩარიცხულია გამოცდებზე გამოცხადებული აბიტურიენტების 74%-ზე მეტი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner