logo_geo
eng_logo
როგორ გამოიყურება ლიკანში კორპუსი აფეთქების შემდეგ
- +

22 ოქტომბერი. 2022. 20:01

 

 

 

ლიკანში, საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მოწვეულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, რომელიც კორპუსის მდგრადობაზე დასკვნას სავარაუდოდ ხვალ დადებს.

 

„დასკვნის შემდეგ გადაწყდება, დაბრუნდებიან თუ არა მაცხოვრებლები კორპუსში. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ღამის გასათევი არა აქვთ, მათ მუნიციპალიტეტი დააბინავებს, იქნება ეს სასტუმრო თუ ქირით გაყვანა“, - განაცხადა მერმა.

 

კორპუსში აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. ის სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია. დაშავებულია 1 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner