„ყირიმის ანექსიის შემდეგ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის ლობირება უკრაინში ომის გაჩაღებაში ჩვენი წვლილი იყო“, - ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ყირიმის ანექსიის შემდეგ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პოლიტიკამ დიდწილად გამოიწვია ომი უკრაინაში. მინისტრმა ევროპაში უსაფრთხოების მხრივ დღეს არსებული ვითარება 1938 წელს შეადარა.
“ჩვენ საქმე გვაქვს დიქტატორებთან, რომლებიც ტერიტორიულ პრეტენზიებს აყენებენ და რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დასავლური დემოკრატიები ზეწოლის ქვეშ ამას გაატარებენ. მაშინ ითვლებოდა, რომ საუბარი იყო ჩეხოსლოვაკიაზე. ასევე ბევრი ფიქრობდა, რომ საუბარია ყირიმზე, უკრაინაზე. მაგრამ ეს ასე არ არის. აქ მთელი ჩვენი ღირებულებათა სისტემა არის თავდასხმის ქვეშ”, - განაცხადა ბუშმანმა.
მისი თქმით, დაშოშმინების პოლიტიკით ვერაფერი ვერ მიიღწევა.
„ის, რომ ჩვენ, გერმანელებმა, ყირიმის ანექსიის შემდეგ მოვახდინეთ “ჩრდილოეთის ნაკადი 2” გაზსადენის ლობირება, იყო ჩვენი წვლილი უკრაინაში ომის გაჩაღებაში”, - აღნიშნა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა.