ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ „ქრონიკაში“ „რთველი 2022“ შეაჯამა და აღნიშნა, რომ რთველმა წარმატებით ჩაიარა.
„კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცირე რაოდენობით არის დარჩენილი ყურძენი და ასევე ცაგერში. ამ ორი რეგიონის დასრულების შემდეგ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რთველი დასრულდა. ყურძენი მთლიანად დაბინავდა. წელს კერძო სექტორი ძალიან აქტიურობდა“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
მისი თქმით კლიმატურმა პირობებმა რთველზე გავლენა მაინც იქონია.
„გაზაფხულზე, მას შემდეგ რაც ვაზი ყვავილობაში შევიდა, მოლოდინი იყო, რომ საკმაოდ დიდი მოსავალი იქნებოდა, თუმცა რთველის დაწყებამდე, მთელი ზაფხული გვალვები იყო, რამაც საბოლოო ჯამში ყურძნის მასაზე გავლენა იქონია და ამიტომ შედარებით ნაკლები რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.