logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ განაცხადა, რა პირობებშია მზად რუსეთთან მოლაპარაკებისთვის
- +

23 ოქტომბერი. 2022. 01:15

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, თუ რა პირობებშია მზად რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვისთვის.

 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმი“ ჩაატარა, უკრაინამ რუსეთის მოქმედ პრეზიდენტთან მოლაპარაკებების საბოლოო შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

 

„რეფერენდუმი არის წერტილი ამ ამბავში. მათ შეუძლიათ დაგვიბრუნონ ჩვენი ტერიტორია, თუ მოლაპარაკება სურთ. ისინი უნდა გავიდნენ ჩვენი ტერიტორიიდან და დაგვიტოვონ ჩვენი მიწა 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

შემდეგ ჩვენ ვიტყვით რა ფორმატში და ვისთან ვართ მზად ვისაუბროთ. ეს არის სამართლიანი. სალაპარაკოდ, ჩვენ უნდა გადავხედოთ იმ მომენტს, როდესაც ჩვენი სახელმწიფოები საუბრობდნენ და ეს იყო ომამდე - 2014 წლამდე“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner